KTQ  ჩაფიძის გულის ცენტრის შესახებ

KTQ ჩაფიძის გულის ცენტრის შესახებ

გერმანული აუდიტორული კომპანია "KTQ" საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შესახებ სტატიას აქვეყნებს: http://www.ktq-international.com/index.php?id=139

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში სამედიცინო მომსახურების გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირება, რომელსაც გერმანული აუდიტორული კომპანია "KTQ"-ს ექსპერტები ახორცილებდნენ, 2016 წლის ნოემბერში წარმატებით დასრულდა.

"დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ჩვენს კლინიკასთან მუშაობდნენ "KTQ"-ს ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ იმ სტანდარტის მიღწევაში, რაც არის ევროპული ჰოსპიტალური სტანდარტი. ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო წარმატებით დასრულდა,  რაც გუნდური მუშაობის დამსახურებაა“, აღნიშნავს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ჯორბენაძე.
 
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი არის პირველი კლინიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც "KTQ"-ს სერტიფიცირება გაიარა. აღნიშნული ცენტრი ჩამოყალიბდა 1994 წელს. აღჭურვა და ადამიანური რესურსების მომზადება  მოხდა საქართველოს მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით.

კლინიკა დაარსებიდანვე გამოირჩეოდა თავისი წამყვანი როლით. მის ბაზაზე 1997 წ. გაიხსნა გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც ხორციელდება კორონაროგრაფიული გამოკვლევა, ანგიოპლასტიკა და სტენტირება, ხოლო 2001 წ. შეიქმნა ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაციის  რეგულარული განხორციელება ხდება.

კლინიკის წარმატების საფუძველია გუნდური მუშაობის პრინციპი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და უცხოური გამოცდილების გაზიარება, ისევე როგორც უწყვეტი განათლების  სისტემის ფუნქციონირება.

 

ცენტრის თანამშრომლები მუდმივად გადიან სტაჟირებას საზღვარგარეთის  ისეთ ცნობილ დაწესებულებებში, როგორიცაა: ფრაიბურგი ბად კროცინგენის გულის საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინისა და მიუნჰენის გულის ცენტრები, ბელგიის ქალაქი ბრუგეს "AZ Sint-Jan Brugge Hospital“, თურქეთის, რუსეთის, ავსტრიის წამყვანი კლინიკები და კვლევითი ცენტრები.

2013 წელს მოხდა ცენტრის რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია, აღიჭურვა უახლესი ტექნიკით, დაინერგა მაღალი ტექნოლოგიები. "KTQ-International"-ის მიერ მინიჭებული  სერტიფიკატი კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მომსახურების ხარისხი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

"KTQ"-ს სერტიფიცირების დაწესებულებასთან დაკავშირებამ საშუალება მოგვცა განსაკუთრებული აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაციენტზე ორიენტაცია, თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკის მენეჯმენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დაწესებულების მართვა-ხელმძღვანელობა, ხარისხის სამსახურის მართვა, რითაც შესაძლებელი გახდა განვითარების მუდმივი სისტემის ფუნქციონირება ჩვენს კლინიკაში”, განაცხადა აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მედიცინის დოქტორმა ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ.





აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის წერილი


ბატონებო და ქალბატონებო

1996 წლის 1ივნისს დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ჩვენი ქვეყნის პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისთვის.

საქართველოში წარმატებით ვითარდება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის განხორციელება, რაც სრულად შეესიტყვება "საყოველთაო ჯანდაცვა, გლობალური ჯანდაცვის“ პრიორიტეტს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია თბილისის "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის  გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“  მუშაობის ხარისხის შეფასება  გერმანული კომპანია "თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობისა და ხარისხისთვის“ მიერ, რომელმაც ჩვენს დაწესებულებას შესაბამისი სერტიფიკატი მიანიჭა.

კომპანია "თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობისა და ხარისხისთვის“ სერტიფიკატის მიღება ნიშნავს მდგრად განვითარებას, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადამიანური რესურსების განათლების მაღალ დონეს, ინტეგრირების მაღალ ხარისხს ჩვენს პარტნიორ ევროპულ სამედიცინო ცენტრებთან.

მადლობას ვუხდით კომპანია "თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობისა და ხარისხისთვის“ პარტნიორობისთვის და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო განვავითარებთ ევროპული სტანდარტების დაცვას პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქმეში.

 

ავთანდილ ჯორბენაძე
მედიცინის დოქტორი
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე




დაგვიმეგობრდით

trance