საქველმოქმედო აქცია ქ. ბორჯომში

საქველმოქმედო აქცია ქ. ბორჯომში

მოგეხსენებათ, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის  ცენტრის თანამშრომლები პერმამენტულად საქველმოქმედო  აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის“ ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებსა და კარდიოლოგის კონსულტაციას უფასოდ სთავაზობს.

2017 წლის  4 მარტს (თელავის, შუახევის, წალენჯიხის, ზესტაფონის, ქობულეთის, დედოფლისწყაროს, წნორის, ზუგდიდის, თიანეთის, სართიჭალის, საგარეჯოს, დუშეთის, რუსთავის, მცხეთის შემდეგ) ცენტრის ექიმები ბორჯომში იმყოფებოდნენ. აქტივობა ისევ მაღალი გახლდათ.
  
პრიორიტეტიც უცვლელი: მოწყვლადი ჯგუფები და დევნილები. მათ ცენტრის სპეციალისტებმა საჭირო რეკომენდაციები მისცეს. აღსანიშნავია, რომ გამოკლევების შემდგომ, როგორც წესი, პაციენტების ნაწილი ჩაფიძის გულის ცენტრის სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას.


საქველმოქმედო აქციების ციკლი იგეგმება და ხორციელდება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (ხელმძღვანელი კახა ბეგაშვილი) მიერ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხშირი გასვლები მოსახლეობის უფასო კონსულტაციების და გამოკვლევების შემდეგ შემეცნებითი ტურებით გრძელდება. ცენტრის თანამშრომლები ტიმოთეს უბანში, მწვანე მონასტერსა და ბორჯომის ტყე-პარკში იმყოფებოდნენ.

 
 


დაგვიმეგობრდით

trance