რა არის არტერიული ჰიპერტენზია და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჩაფიძის გულის ცენტრს

რა არის არტერიული ჰიპერტენზია და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჩაფიძის გულის ცენტრს

ვესაუბრებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ფუნქციური დიაგნოსტიკის ექიმ-კარდიოლოგ ელენე შენგელიას.

  – ქ-ნო ელენე, რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

  – არტერიული ჰიპერტენზია (აჰ) არის რამოდენიმეჯერ დაფიქსირებული არტერიული წნევის (აწ) მატება (≥140/90 mmHg). ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის არსებობას.  აჰ ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს.


  – რა სიმპტომები აქვს აჰ-ს?

  – საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუხვევა, უძილობა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი (განსაკუთრებით კეფის არეში), ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან.

  – რატომ არის საშიში  აჰ?

  – მაღალი არტერიული წნევა უარყოფითად მოქმედებს გულზე, თავის ტვინზე, თირკმელებზე და სხვა ორგანოებზე. აჰ არის ერთ-ერთი მთავარი (თუმცა არა ერთადერთი) რისკის-ფაქტორი მიოკარდიუმის ინფარქტის; ინსულტის; გულისა და თირკმელების უკმარისობის განვითარებაში.

  – რა ციფრებამდე უნდა დაიწიოს არტერიულმა წნევამ?

  – აწ
დაყვანილ უნდა იქნას იმ ციფრებამდე, რომლებიც უზრუნველყოფს გართულებების განვითარების მინამალურ რისკს. ეს ციფრები შეადგენს: 130-139 mmHg  (ზედა) წნევისთვის და 80-85 mmHg  დიასტოლური (ქვედა) წნევისთვის.

  – როგორ ხდება წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა?


  – არტერიული წნევის უფრო ზუსტი შეფასებისთვის არსებობს არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირების აპარატი, რომელიც აანალიზებს არა მხოლოდ წნევის მომატების ხარისხს, არამედ მის ცვალებოდაბას დღისა და ღამის (ძილის დროს) განმავლობაში. არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირების აპარატი არის BTL-ის ფირმის, რომლითაც შესაძლებელია ამბულატორიულად (გაგატანოთ თან) 24-48-საათიანი არტერიული წნევის მონიტორირება.




 

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება:

  • მაღალი წნევის დამწევი მედიკამენტის ჯგუფის შერჩევის მიზნით;
  • მედიკამენტის დოზის შერჩევის მიზნით;
  • მედიკამენტის მიღების დროის შერჩევის მიზნით;
  • დანიშნული მედიკამენტის ეფექტურობის შესაფასებლად;
  • დანიშნული მედიკამენტის ნაკლებეფექტურობის დასადგენად.

აპარტ ABPM BTL-ის მონაცემები დამტკიცებულია საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით: ინგლისის ჰიპერტენზიის საზოგადოების (BHS)ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების პროტოკოლის (ESH), სამედიცინო აპარატურის განვითარების ასოციაციის (AAMI) მიერ.

აპარატი არის პორტატული, მსუბუქი და კომფორტული. მონიტორირების პერიოდში პაციენტი არც ფიზიკურად და არც ემოციურად შეზღუდული არ არის. აპარატით სარგებლობისთვის და შესაბამისი მკურნალობისთვის მოგვმართეთ ჩაფიძის გულის ცენტრში.






 









დაგვიმეგობრდით

trance