საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გაეროს მიერ დაწესებულ მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელზეც   ქართველი მეცნიერი ქალები აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.
 

2015 წლის 22 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღედ (International Day of Women in Science) გამოცხადდა და ეძღვნება ყველა ქალს, რომელსაც აინტერესებს მეცნიერება, უყვარს სწავლა და კვლევა.

გაეროს მიერ დაწესებულ მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი სულ 30 მეცნიერ ქალბატონს გადაეცა. მათ შორის, კარდიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" გენერალურ დირექტორ გულიკო ჩაფიძეს და ამავე ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – სოფიო უნგიაძეს.

                                                                        


დამატებითი ფოტომასალა იხ. http://chapidze.ge/photogallery/174--.html

დაგვიმეგობრდით

trance