აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის საქველმოქმედო აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის“ გრძელდება.
2017 წლის 8 აპრილს ცენტრის ექიმები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კარდიოლოგიური გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარეს (კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია).
საქველმოქმედო აქცია ჩაფიძის გულის ცენტრის და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. ათობით მოქალაქემ ზემოთხსენებული სამედიცინო სერვისებით დღის სოციალურ ცენტრში ისარგებლა.