ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან


2017 წლის 10 აპრილს აკად.  გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს  შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.


კლინიკა უწყების ბენეფიციარებს - ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს საკუთარ ბაზაზე შესთავაზებს უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა).


ჩაფიძის გულის ცენტრი სამედიცინო მომსახურებას გაუწევს "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს.



 

დაგვიმეგობრდით

trance