ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო მომსახურებით ხარისხით კმაყოფილების კვლევა

ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო მომსახურებით ხარისხით კმაყოფილების კვლევა

პაციენტის კმაყოფილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარისხის ინდიკატორია, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა. 2009 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში აღნიშნული ხარისხის ინდიკატორი შეტანილი იყო, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტი. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ჩატარებული კვლევა ასახავს პაციენტთა კმაყოფილებას ამბულატორიული მომსახურებით, მის დამოკიდებულებას ამბულატორიული მომსახურეობის ისეთი ასპექტების მიმართ, როგორებიცაა რეგისტრატურა, ლოდინი, მედპერსონალის დამოკიდებულება, ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ამბულატორიულ სერვისებზე, პაციენტის ხარჯები. იგი ჩატარდა იმ მიზნით, რომ გამოვლენილი ყოფილიყო პაციენტის შეხედულებები და მოსაზრებები  ამბულატორიული მომსახურების ნაკლოვანებებისა და უპირატესობების შესახებ. პაციენტის მოსაზრებებისა და დამოკიდებულების შესწავლამ საშუალება მოგვცა განგვეხილა ამბულატორიულ მომსახურებაში არსებული პრობლემები. კითხვარი შეიცავს 31 კითხვას, აქედან 29 კითხვა არის დახურული, ხოლო 2 ღია შეკითხვა. კვლევა ჩატარდა 01.02.2017-დან  20.04.2017-მდე.კითხვარი შედგენილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მასში გამოყენებულია პაციენტის კმაყოფილების და მომსახურების ხარისხის შეფასების ყველა აუცილებელი კრიტერიუმი. კითხვარში დაცულია ყველა ეთიკური ნორმა და არცერთი კითხვა არ ეხება პაციენტის პირად ცხოვრებას ან სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. გამოკითხვისას დაცული პაციენტის იდენტურობა, რადგან კვლევა კონფიდენციალურობის საფუძველზე ჩატარდა.

იხ. ფაილი > ambulatoriaxarisxikvleva.pdf [400,57 Kb]

კითხვების და შენიშვნების შემეთხვევაში მოგვწერეთ ელ. მისამართზე tengiz.verulava@gmail.com



დაგვიმეგობრდით

trance