საქველმოქმედო აქციები გრძელდება

საქველმოქმედო აქციები გრძელდება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 2017 წლის .-9 მაისს დედოფლისწყაროსა და თელავში  ადგილობრივი მოსახლეობას კარდიოლოგიური პროფილით უფასო გამოკლვევები ჩაუტარეს. მოსახლეობის აქტივობა კვლავ მაღალი იყო. გამოვლინდა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები, რომლებიც მკურნალობას აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარიდოლოგიის ცენტრში გააგრძელებენ. თელავში სამედიცინო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგი - ამირან ფრანგიშვილიც, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მისცა სრულიად უფასო კონსულტაცია კარდიოქირურგისგანაც მიეღო.


 

მოგეხსენებათ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს მემორანდუმი აკავშირებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან, ამის შედეგად, საქველმოქმედო აქციები უფრო ორგანიზებული, ინტენსიური და მრავალფუნქციური გახდა.   

დედოფლისწყაროში ცენტრის კარდიოლოგმა, ბონდო მაკარაძემ ადგილობრივი ექიმებისთვის ტრენინგი ჩაატარა.


ტრენინგები გაგრძელდა თბილისშიც, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. ლექციები წაიკითხეს ცენტრის ექიმებმა: მიხეილ წვერავამ, თემურ პეტრიაშვილმა და ნიკა ქურიძემ. მსმენელები იყვნენ წარმოდგენილნი ხარაგაულიდან, თიანეთიდან და დედოფლისწყაროდან.




დაგვიმეგობრდით

trance