12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე

12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე

                               ერთი სიცოცხლის გადარჩენა გმირის საქმეა, ათასის კი - ექთნის.
                                                                                                     

                     

ექთნების პროფესიული დღე 1974 წლიდან, ყოველ 12 მაისს აღინიშნება. ეს დღე ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) ფლორენს ნაითინგელის (ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესას) დაბადების დღესთან დაკავშირებით შეარჩია.

2017 წლის მაისში ჩაფიძის გულის ცენტრში ხარისხის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა პაციენტის სამედიცინო მომსახურებით ხარისხით კმაყოფილების კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ რესპოდენტების (პაციენტების და მათი ახლობლების) სიმპათიის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სწორედ ექთნები არიან. შესაბამისად, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირებაში საექთნო სამსახურს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ცენტრის ექთნებით აღფრთოფანებულები დარჩნენ მათი ამერიკელი კოლეგებიც Northwest Universitys-დან.


                                             

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის საექთნო სამსახური ერთი დიდი ცოცხალი ორგანიზმია ქალბატონ ქეთევან გარსევანიშვილის (ცენტრის მთავარი) მეთაურობით და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის გარდა, სხვა უამრავი სამოქალაქო აქტივობით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ექთნების პროფესიული დღე, სრულიად შემთხვევით კვირეულად იქცა და დაიწყო 7 მაისს - მსოფლიო მარათონით.


7 მაისს, მსოფლიო მარათონზე კახეთში (საქველმოქმედო აქცია მათვის, ვისაც სირბილი არ შეუძლია, შემოსული თანხის 100%  ხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ) ცენტრის 49 თანამშრომელმა ჯამში 221,1 კმ გაირბინა.

 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით ოფიციალურად დასვენების დღეა, აქედან გამომდინარე პროფესიული დღე ჩაფიძის გულის ცენტრის ექთნებს აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ ერთი დღით ადრე, 11 მაისს მიულოცა:"მინდა მოგილოცოთ ექთნების საერთაშორისო დღე და გისურვოთ წარმატებები. ყოველთვის სიამაყით ვივსები, როცა საქმე გეხებათ თქვენ კვლევებსა თუ პირად საუბრებში."
 

შეხვედრის შემდეგ ცენტრის ეზოში ჩატარდა ტრენინგი გადაუდებელი დახმარებაში.         

მისაღებში კი ცენტრის ექთნების ნამუშევრები (სამოსი, სახვითი ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები) გამოიფინა.      

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთვარი ექთანი, ქეთევან გარსევანიშვილი ამავდროულად "საქართველოს ექთნების ასოციაციის“ პრეზიდენტია. ასოციაციის ორგანიზებით, 12 მაისს ბათუმში, სასტუმრო,,ინტურისტ პალასში“ გაიმართა საზეიმო შეხვედრა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, 300-ზე მეტი ექთანი და ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა ექთნების წამყვანი როლი სამედიცინო სფეროში.


ექთნების საერთაშორისო დღეს ტრენინგების გარეშე არც ბათუმში ჩაუვლია. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექთანმა, თამარ მახარაშვილმა ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე "გულის ანატომია და ელექტროფიზიოლოგია“


"პირველადი გადაუდებელი დახმარების“ პროგრამით ტრენინგის წარმატებით გავლისთვის ქეთევან გარსევანიშვილმა აკადემიის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა.







დაგვიმეგობრდით

trance