სამეცნიერი პრაქტიკული კონფერენცია

სამეცნიერი პრაქტიკული კონფერენცია "შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ ქ. ახალციხეში

2017 წლის წლის 20 მაისს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის  ინიციატივით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია  "შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ ჩატარდა. შეხვედრა ქ. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შედგა.


სამეცნიერო კონფერენციას რეგიონში მომუშავე ექიმები დაესწრნენ, რომელთა წინაშე შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე შვიდმა მომხსენებელმა ისაუბრა.


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან მოხსენებით გამოვიდნენ  კონფერენციის ორგანიზატორი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ცენტრის კარდიოლოგი, პროფესორი  ნინო ჟვანია - "ენდოთელიუმი არტერიული ჰიპერტენზიის დროს და ნებილეტი, როგორც ენდოთელიუმის დისფუნქციის კორექტორი“ 


 
 

და ქირურგიის სტაციონარის ექიმი ირინა ჩიქობავა - "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი - კარდიოქირურგიის პიონერი საქართველოში“ 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩაფიძის გულის ცენტრის სერტიფიცირებას გერმანული აუდიტორული კომპანიის “KTQ”-ს ექსპერტების მიერ. მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობამ და მედიკოსებმა იცოდნენ, რომ ევროპული ხარისხის მიღება უკვე დადასტურებულად საქართველოშია შესაძლებელი.

 

საინტერესო იყო სხვა მოხსენებებიც:

 "რეალური კლინიკური გამოცდილება:სხვადასხვა პაციენტი - ერთი ვენოტონური საშუალება“. მომხს. ი . გურგენიძე, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "Laboratorie INNOTECH INTERNATIONAl”-ის დირექტორი სამედიცინო საკითხებში.

გენეტიკური თრომბოფილია ქართველ ქალებში  მუცლის მოშლის რეციდივით“ მ. ჯანელიძე, მეან გინეკოლოგი, მედ. დოქტორი, პროფესორი, კლინიკა IQ  დამფუძნებელი.

არტერიული ჰიპერტენზიის მართვა AT1 რეცეპტორების ადგილი“ - მომხს. ზ. კლიმიაშვილი კლინიკა "კარიდონეტ პინეოს“ ხელმძღვანელი. საქართველოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი.

 "ანტიკოაგულაციური თერაპიის თანამედროვე ასპექტები“ მომხს. მ. ქობალავა მედ. მეცნ. დოქტ. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სომატოფორმული აშლილობების მკურნალობა“ მომხს. ქ. გოგიბერიძე. ფარმ. კომპანია გედეონ რიხტერის წარმომადგენელი.

 

ორგანიზების თვალსაზრისით კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ახალციხელ ექიმს, დალი ქოზაშვილს.


სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობა ექსვმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ მიიღო, რომლის წარმომადგენლებმაც მედიკოსებს საინფორმაციო მასალები გადასცეს.

  

დაგვიმეგობრდით

trance