საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 2017 წლის 27 მაისს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის 20-მდე კვალიფიციური სპეციალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შეხვდა და სრულიად უფასოდ კარდიოლოგიური კონსულტაცია და გამოკვლევები ჩაუტარა. სპეციალისტებს შორის კარდიოლოგებთან ერთად არითმოლოგი და გასტროენტეროლოგიც იყო.

კონსულტაცია, კარდიოექოსკოპია და სხვა სახის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ლანჩხუთში 160 ადამიანს ჩაუტარდა.

