საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

2017 წლის 20 მაისს აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ისანი-სამგორის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ. საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია. შეგახსენებთ რომ აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა და ვეტერანების საქმეთა საელმწიფო სამსახურს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს, რომელიც მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ. კარდიოლოგიის ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.
 

დაგვიმეგობრდით

trance