ახალი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

ახალი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განვლილი 25 წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თავისებური გზა გაიარა. რეფორმების მთავარ მიზანს შეადგენდა სისტემაში თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამკვიდრება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებთან. ამ მხრივ, საინტერესოა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების შედარებითი ანალიზი. კვლევისათვის გამოყენებულ იქნა კავკასიის რეგიონში ჯანდაცვის რეფორმირების საკითხებზე არსებული ლიტერატურა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევები და ანგარიშები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების ზრდის მიუხედავად, მისი ხვედრითი წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება არამარტო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით მოწოდებულ ზღვარს, არამედ ბევრი დაბალშემოსავლიანი, ღარიბი ქვეყნის მაჩვენებლებსაც. შესაბამისად, სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება თავად მოსახლეობას უწევს. ამ მხრივ, მიზანშეწონილია, ჯანდაცვა საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცეს და გათვალისწინებულ იქნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსების მინიმალური ზღვარის შესახებ.

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES" http://science.org.ge/newsite/bnas/t11-n2/23_Verulava.pdf გამოქვეყნდა სტატია "Health Financing Policy in the South Caucasus: Georgia, Armenia, Azerbaijan" (Tengiz verulava; Tamar Maghlakelidze) http://science.org.ge/newsite/vol-11-2/ რომელშიც ამ საკითხებს დეტალურად გაეცნობით. gifscollection.com

დაგვიმეგობრდით

trance