ბონდო მაკარაძე, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის
გადაუდებელი დახმარების კარდიოლოგი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
"ჩვენს კლინიკას გაფორმებული აქვს მემორანდუმი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან, რომლის ფარგლებში პერნამენტულად ვახორცილებთ საქველმოქმედო აქციებს. ქალაქ ზუგდიდში აქცია რიგით არის მე - 5. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში ცენტრთან შედარებით სამედიცინო მომსახურეობის სერვისი უფრო დაბალია, ვცდილობთ გასვლითი პროგრამებით ნაწილობრივ მაინც მოვხსნათ ეს პრობლემა. პროექტის განხორციელება ხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საფუძველზე, რაშიც ეფექტურად გვეხმარებიან გუბერნატორის სამსახურის, მერიების და გამგეობების წარმომადგენლები. პაციენტებისთვის ვატარებთ პირველად და მეორად პრევენციულ ღონისძიებებს. რაც მოიცავს კარდიოლოგიურ კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიულ და ექოკარდიოსკოპიურ გამოკვლევას. ჩემთვის , როგორც ახალგაზრდა თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივი იყო ბატონი კახა ბეგაშვილის შემდეგ გამეგრძელებინა ამ პროექტზე მუშაობა. აწგანსვენებულმა ხელმძღვანელმა ძალიან დიდი შრომა და გამოცდილება ჩადო ამ საქმეში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული აქციები იყო მაღალი დონის და პროფესიონალურად მაქსიმალურად დატვირთული. თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა თუ არა "აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორის გულნარა ჩაფიძის და აღმასრულებელი დირექტორის რევაზ ჯორბენაძის ნება და სრული თანადგომა. მათ მე მანდეს საკმაოდ საპასუხისმგებლო სექტორი, რისთვისაც მინდა გულიდათი მადლობა გადავუხადო მათ. ამ მისიით დამეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას თან ახლავს სიამაყე, მადლიერება და სურვილი. სურვილი იმისა, რომ გავამართლო ნდობა და მაქსიმალურად დავიხარჯო, როგორც პროფესიონალი. რაც შეეხება პროფესიონალიზმს ცენტრის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებას და ამისთვის არ ზოგავს არც ადამიანურ და არც ფინანსურ რესურსს."
როგორც მოგეხსენებათ, საქველმოქმედო აქციებს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ძალიან ხშირად ატარებს.
არც ეს გახლდათ პირველი ვიზიტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში. გასული წლის 12 სექტემბერს ცენტრის სპეციალისტებმა ზემოთხსენებულ კლინიკაში იძულებით გადაადგილებულ პირებს კარდიოლოგიური გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარეს.
