დედამიწის დღე

დედამიწის დღე

დედამიწის დღე 1970 წლიდან, ყოველ 22 აპრილს აღინიშნება. ის სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც დაბინძურდა ოკეანე და დაიხოცნენ წყლის ბინადრები.

ყოველი წლის 22 აპრილს 176 ქვეყანაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით მონაწილეობს ისეთ აქციებში, როგორიცაა: ბაღების და სკვერების გამწვანება, დასუფთავება, ელექტრო ენერგიის მასობრივი დაზოგვა და ა.შ.

თუმცა რაღა თქმა უნდა, ამ დღის "აღნიშვნა", ანუ გარემოზე ზრუნვა წელიწადში მხოლოდ ერთხელ არ შეიძლება. დედამიწას მუდმივად სჭირდება მოვლა, ის "ცოცხალი არსებაა". ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც არ იცის თუ რა საფრთხე ემუქრება დედამიწას, თუკი გარემოზე არ ვიზრუნებთ. ყოველდღე, დაუდევარი მოქმედებების შედეგად ნადგურდება უნიკალური მცენარეები, ქრება ცხოველთა ბევრი ჯიში, ბინძურდება წყალი და ჰაერი. ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის გარემოს დაცვა.

უნდა შევეცადოთ და შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას. რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, ნაკლებად დავაზიანოთ და დავანაგვიანოთ ბუნება და ასე გავუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლები გარემოზე მხოლოდ 22 აპრილს არ ზრუნავენ.
მათ 28 ივლისს ბაზალეთის ტბის სანაპირო დაასუფთავეს.


აქცია შუადღის საათებში საათებში მიმდინარეობდა, სანაპიროზე მრავლად იყვნენ თავმოყრილი დამსვენებლები. მათ სასიამოვნო რეპლიკების საშუალებით თავიანთი პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს როგორც კარდიოლოგიის ცენტრის, ასევე ამ აქციის მიმართ, რომელსაც ზოგიერთი მათგანი შეუერთდა კიდეც.

ადგილობრივი მუნიცილაპიტეტის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილმა დასუფთავების მანქანამ სანაპიროზე არსებული ურნების დაცლა მაშინვე უზრუნველყო, რათა დამსვენებლებს ნაგვის გადაყრაში შეფერხება არ შექმნოდათ.



გთავაზობთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საინტერესო ვიდეოს ბუნებაში ნარჩენების დაშლის ვადების შესახებ.

                                                       



დამატებითი ფოტომასალისთვის იხილეთ ბმული: http://chapidze.ge/photogallery/207--.html



დაგვიმეგობრდით

trance