საქველმოქმედო აქცია. გორი 29.07.2017

საქველმოქმედო აქცია. გორი 29.07.2017

გორის რაიონის სოფელ ატენში აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახლეობისათვის კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები უფასოდ ჩაატარეს.


კარდიოლოგის კონსულტაცია, ექოკარდიოგრაფია და ელექტროკარდგიოგრმა - ეს იმ მომსახურებების ჩამონათვალია, რომლებითაც ატენის ადმინისტრაციული ერთეულის და მისი მიმდებარე სოფლებიდან 167-მა ადამიანმა ისარგებლა (საქველმოქმედო აქცია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წინასწარ დააანონსა).
 

თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და პროფესიონალ ექიმთა გუნდის საშუალებით მოსახლეობამ ადგილზე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღო.
 
საქველმოქმედო აქცია "თქვენი გულისთვის“ აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზურნველყოფის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

დაგვიმეგობრდით

trance