ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის

ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის

მოგეხსენებათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უამრავ ადამიანს არ აქვს საშუალება პერიოდულად დედაქალაქს მიაშუროს და კარდიოლოგიური პროფილის გამოკლვევები ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კარდიოლოგიის ცენტრში ჩაიტაროს. ხშირ შემთხვევაში ისინი მაღალი სამედიცინო მომსახურების მისაღებად უკვე სასწრაფო დახმარების მანქანებს მოჰყავთ, როცა მათი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა.


ამ პრობლემის გადასაჭრელად კარდიოლოგიის ცენტრი ერთადერთ, არც თუ ისე მარტივ, მაგრამ რეალურ შედეგზე ორიენტირებულ გზას დაადგა.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  თანამშრომლები უკვე მრავალი წელია პერმამენტულად  საქართველოს რეგიონებში ჩადიან და ადგილობრივ მოსახლეობას კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებსა და კონსულტაციას სრულიად  უფასოდ  სთავაზობენ.

ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი არდიოლოგ ბონდო მაკარაძის ხელმძღვანელობით ამ ტიპის საქველმოქმედო აქციას  თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიმართავს.

 

სამედიცინო გუნდის წევრები არიან: კარდიოლოგები, ექოსკოპისტები, ექთნები, დამხმარე პერსონალი. თანამედროვე აპარატურისა და პროფესიონალ ექიმთა გუნდის წყალობით მოსახლეობას ადგილზე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება ეძლევა.


სამედიცინო სერვისი  მოიცავს ექოკარდიოგრაფიას, ელექტროკარდიოგრაფიას და კარდიოლოგის კონსულტაციას.  ხშირშემთხვევაში ჯგუფს თან ახლავს კარდიოქირურგიც, რაც ბუნებრივია პაციენტებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში კარდიოქირურგისგანაც მიიღონ კონსულტაცია.


 

უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ შემდეგ ქალაქებში: ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, ლანჩხუთი, გორი, ზუგდიდი, ამბროლაური, თერჯოლა, ბაღდათი. გაისინჯა 2000მდე პაციენტი,

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ასოცირდება მაღალ ხარისხთან. ბუნებრივია ასეთი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის და აქციის საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა რეგიონში ექიმების დროებით საკონსულტაციო ოთახებთან (ადგილობრივ პოლიკლინიკაში თუ გამგეობის შენობაში...) მოსახლეობის დიდი რაოდენობა იყრის თავს.


 
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის,  რომ  საქველმოქმედო აქცია კიდევ უფრო მობილური და ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის.


2017 წლის აპრილში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ამ მიმართულებით. რომლის შედეგადაც საქველმოქმედო აქციები კიდევ უფრო დაიხვეწა, პერმამენტული გახდა და შესაბამისად, უფრო დიდი სეგმენტიც მოიცვა.

7 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან, რომლის შედეგად მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნიადაგზე ხელი ეწყობა საქართველოს მოსახლეობის ჯანრმთელობის გაუმჯობესებას და მათვის ჯანდაცვის კიდე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას დედაქალაქსა თუ რეგიონში.

10 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთანაც.  რის შემდეგაც კარდიოლოგიის ცენტრი უწყების ბენეფიციარებს - ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს( მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს) უფასო სამედიცინო მამსახურებას სთვაზობს რომელიც მოიცავს: ექოკარდიოგრაფიას, ელექტროკარდიოგრაფიას და კარდიოლოგის კონსულტაციას

 
საქველმოქმედო აქციების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ისინი ორგანიზებას უკეთებენ  მოსახლეობის მობილიზაციას და კომფორტული გარემო-პირობების შექმნას სამედიცინო გასინჯვებისათვის.



დაგვიმეგობრდით

trance