
დაბა სტეფანწმინდის და თიანეთის სამედიცინო ცენტრებში ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოლოგების მოსახლეობასთან შეხვედრა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყო.
სამედიცინო გასინჯვებში მონაწილეობა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო. სასიკეთო ტენდენცია გახლავთ ის, რომ პაციენტების გარკვეულ რაოდენობას ჩივილები არ აწუხებს და ისინი საქველმოქმედო აქციაში საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო ერთვებიან.
