საქველმოქმედო აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში

საქველმოქმედო აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 9 სექტემბერს მესტიის მუნიციპალიტეტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. 
 

საქველმოქმედო აქცია ადგილობრივი მოსახლეობის უფასო პროფილაკტიკურ გასინჯვებს გულისხმობს. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ამ პროგრამას უკვე მრავალი წელია მიმართავს და ადგილობრივ მოსახლეობას შემდეგ გამოკვლევებს სრულიად უფასოდ სთავაზობს: ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, კარდიოლოგის კონსულტაცია და ლაბორატორიული ტესტები (გლუკოზისა და ლიპიდების განსაზღვრა).

  

აღსანიშნავია რომ, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საქველმოქმედო აქცია გამოირჩებოდა თავისი მასშტაბურობით, ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ სხვა პროფილის კლინიკების სპეციალისტებიც. გაისინჯა 205 პაციენტი. აფხაზეთიდან დევნილებს  

საჭიროებისამებრ მედიკამენტებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ.


 

გასვლით საქველმოქმედო აქციებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  ექიმები ყოველთვის მრავლად არიან წარმოდგენილნი. მესტიის მუნიციპალიტეტში სამედიცინო ჯგუფის წევრები გახლდათ კარდიოლოგები: 

ბონდო მაკარაძე, დარეჯან ქუთათელაძე, დავით იოსელიანი, ნესტან ლაშხინინო ლაშხი, ნინო მეშველიანი, ნაია ამირანაშვილი.
ექოსკოპისტი: გერმანე ლომთათიძე. 
ექთნები: ირინა ვაჩნაძე, ანჟელა ლიპარტელიანი, თაკო სამაშვილი.


 
ადგილობრივ მოსახლეობას ლაბორატორიული ანალიზები ჩაუტარა ჩაფიძის გულის ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ბოლოთაშვილმა 

დაგვიმეგობრდით

trance