საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

ვეტერანებზე ზრუნვა გრძელდება.

2017 წლის 16 სექტემბერს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ. მომსახურეობა გაეწია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 150-მდე ბენეფიციარს. შეგახსენებთ, რომ ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.


დაგვიმეგობრდით

trance