გულიკო ჩაფიძეს

გულიკო ჩაფიძეს "თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება მიენიჭა

ლეღვთახევში, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი გაიმართა.

თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება სხვა ლაურეატებთან ერთად აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორს - გულიკო ჩაფიძეს მიენიჭა.


საპატიო თბილისელები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა.  წელს ეს წოდება 13 მოქალაქეს მიენიჭა, რომელთა შორის არიან: ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ლიტერატორი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე, ექიმი და მეცნიერი რომან შაქარიშვილი, ექიმი კარდიოლოგი გულნარა ჩაფიძე, მეცნიერი და ქიმიკოსი ეთერ ქემერტელიძე, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, მომღერალი ლადო ათანელი, კომპოზიტორი თამაზ ყურაშვილი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მერაბ თავაძე, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, სპორტული ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე, პედაგოგი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ზაირა დავარაშვილი.


 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერმა მიმართა:


“გარდა იმისა, რომ თბილისობა 2017-ს საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი საზეიმო კონცერტით გავაცილებთ, დღეს ჩვენ, ტრადიციულად, განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და დავაფასებთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, ღვაწლსა და დამსახურებებს, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ! დღეს ჩვენ 13 ადამიანს "საპატიო თბილისელის“ წოდებას მივანიჭებთ და დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩემთვისაც, რადგანაც თბილისის მერის რანგში მე წელს ბოლოჯერ გადავცემ თბილისის სიმბოლურ გასაღებს ჩვენს საპატიო მოქალაქეებს”, განაცხადა დავით ნარმანიამ.


დაგვიმეგობრდით

trance