ესტონელი ექთნების დელეგაცია ჩაფიძის გულის ცენტრში

ესტონელი ექთნების დელეგაცია ჩაფიძის გულის ცენტრში

2017 წლის 18 ოქტომბერს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა 
ჩრდილო-ესტონეთის სამედიცინო ცენტრის ექთანთა დელეგაციას უმასპინძლა.  


დელეგაციის წევრები (კარინ მაანასი, ელენა მაჰოვა, კატრე ზირელი, ნადეჯდა დორონინა) შეხვდნენ ჩაფიძის გულის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს რევაზ ჯორბენაძეს და ჩრდილო ესტონეთის სამედიცინო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

 

ზემოთაღნიშნული ცენტრი 2001 წელს დაარსდა და დღეს ესტონეთის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებად ითვლება, რომელსაც 3800 თანამშრომელი ჰყავს.


სტუმრებს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის საექთნო სამსახურის სტრუქტურა და სამუშაო გარემო პირადად გააცნო ამავე ცენტრის მთავარმა ექთანმა და საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა.

დაგვიმეგობრდით

trance