ჩაფიძის გულის ცენტრის თასის გათამაშება დასრულდა

ჩაფიძის გულის ცენტრის თასის გათამაშება დასრულდა

2017 წლის 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით  თბილისის ალ. მეტრეველის სახელობის "მზიურის“ კორტებზე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თასის გათამაშება გაიმართა. საჩოგბურთო ტურნირი მამაკაცთა ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გახლდათ და მისი ორგანიზება საქართველოს ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციამ უზრუნველყო


 

ერთეულთა თანრიგში >50 ასაკში ტურნირის გამარჯვებული გახდა ალექსანდრე გეგეჭკორი, <50 ასაკში გურამ ბეჟანიშვილი, ხოლო წყვილთა თანრიგში გამარჯვებულები გახდნენ ლევან ასანიშვილი და ვლადიმერ გაბრიჩიძე. გამარჯვებულებს თასი, მედლები და ფულადი პრიზი ჩაფიძის გულის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ პირადად გადასცა.


 

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას სხვადასხვა სპორტის სახეობებში წამახალისებელი ტურნირების ჩატარებით, მონაწილეობით და სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვით.


 

დაგვიმეგობრდით

trance