B2B ღონისძიება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის

B2B ღონისძიება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის

2017 წლის 9-10 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო "ვინდჰემში“ B2B ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 21 სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმაც მიიღო. პროექტი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე სამედიცინო ტურიზმის განვითარება.


B2B ფორმატის პირველი ღონისძიების სტუმრები და სამედიცინო პროდუქტის შემსყიდველები იყვნენ პოსტსაბჭოთა სივრციდან: რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსია, აზერბაიჯანი და ა. შ. 


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ჯორბენაძე, კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო უნგიაძე და კარდიოქირურგი ამირან ფრანგიშვილი.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც დიდი სურვილი და გამოთქვეს სამომავლოდ თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში არსებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, არამედ საქართველოს ეკონომიკისთვისაც. 

დაგვიმეგობრდით

trance