საქველმოქმედო აქციები წარმატებით გრძელდება

საქველმოქმედო აქციები წარმატებით გრძელდება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად საქმიანობად უკვე დიდი ხანია ქველმოქმედება იქცა. ამ დეპარტამენტის ორგანიზებით, მძიმე სამუშაო კვირის დასრულების შემდეგ, თითქმის ყოველ შაბათს, ცენტრი ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ  უწევს.

 

 

ბონდო მაკარაძე ახალგაზრდა კარდიოლოგია. გადაუდებელ დახმარებასთან ერთად, ის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობს და ზემოთხსენებულ საქველმოქმედო აქციებს ახალგაზრდული ენერგიით, წარმატებით უძღვება. მის საქმიანობას უკვე ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცენტრის ადმინისტრაცია ბონდო მაკარაძეს კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.





 

დაგვიმეგობრდით

trance