საახალწლო საჩუქარი პატრიარქისგან

საახალწლო საჩუქარი პატრიარქისგან

65 წლის ნინო ბეროზაშვილი და 86 წლის რაჟიკო მიქაცაძე 2018 წელს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში პაციენტის სტატუსით ხვდებიან, მათ მძიმე სოციალური პირობების ფონზე ბოლო ხანებში ჯანმრთელობაც შეერყათ, თუმცა საბედნიეროდ ახლა თავს უკეთესად გრძნობენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია II-ს წყალობით, საახალწლო განწყობაც დაუბრუნდათ. სწორედ საქართველოს ეკლესიის წინამძღოლისგან მიიღეს მათ საახალწლო საჩუქარი ნუგბარის და გარკვეული თანხის სახით, რა თქმა უნდა საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად.



რაჟიკო მიქაცაძე: ძალიან ბედნიერი ვარ, აბსოლუტურად ყველაფრით. მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს უწმინდესს, ასე რომ გამახარა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომელთაც შევპირდი, სახლში რომ წავალ დიდ სამადლობელო წერილს გამოგიგზავნით-მეთქი! აი, ახლა შანსი მაქვს, რომ საქვეყნოდ გადავუხადო მადლობა მიკა წვერავას, მაია სადუნიშვილს და თამუნა ბედიაშვილს.

ნინო ბეროზაშვილი: დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიაში ვგალობდი, მჯერა, შემთხვევით არაფერი ხდება, თავი სამოთხეში მგონია, დიდი მადლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ძალიან დიდი მადლობა!



დაგვიმეგობრდით

trance