„ისე დამეხმარა, როგორც საკუთარ მამას!“ გრიგოლ მშვენიერაძის წერილი ჩაფიძის გულის ცენტრს

„ისე დამეხმარა, როგორც საკუთარ მამას!“ გრიგოლ მშვენიერაძის წერილი ჩაფიძის გულის ცენტრს

გრიგოლ მშვენიერაძე 82 წლისაა. ის ომის მონაწილე ვეტერანი, მრავალსულიანი ოჯახის უხუცესი წევრი და სოციალურად დაუცველი პენსიონერი გახლავთ. 2017 წლის დეკემბერში, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მას (სხვა ვეტერანებთან ერთად) აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარდა.


როგორც აღმოჩნდა, ბ-ონ გრიგოლს გულთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც ჰქონდა, თუმცა კარდიოლოგთან კონსულტაციაზე მისვლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში მრავლად არის და წლების წინ სწორედ ამიტომ ჩაეყარა საფუძველი  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს (კარდიოლოგის კონსულტაცია და სხვადასხვა სახის გამოკვლევები საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ; ასევე ომის ვეტერანებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ა.შ.) ამ ტიპის საქველმოქმედო აქციებმა ათასობით ადამიანს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და დაუბრუნა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას, კიდევ უფრო მეტს კი სტიმული მისცა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაეწყო.


გრიგოლ მშვენიერაძემ სხვადასხვა გამოკვლევების შემდეგ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში სტაციონარულად იმკურნალა და მკურნალობის შემდეგ, წინასაახალწლოდ ასეთი წერილი გამოგვიგზავნა:

"2017 წლის 12 დეკემბერს ომის ვეტერანის სტატუსით ვიმყოფებოდი თქვენთან, ჩემთვის საჭირო სამედიცინო დახმარება რომ გაგეწიათ. კარდიოგრამის გადაღების შემდეგ ახალგაზრდა კარდიოლოგმა, ბონდო მაკარაძემ მიმიღო. ინფარქტი ადრეც მქონდა გადატანილი და ექიმთან გამოკვლევებზე მისვლას ვერ ვახერხებდი, ბატონი ბონდო კი ისე დამეხმარა, როგორც საკუთარ მამას. სამი დღის განმავლობაში ვიმკურნალე თქვენთან, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმ ბონდოს და ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმ ნონა მაისურაძეს, პალატაში ყოფნის დროს ის მკურნალობდა. 


ბოლოს კი, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ონ გულიკო ჩაფიძეს, ასეთი კოლექტივის შეკრებისთვის, ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია გაჭირვებული ადამიანის გულით დახმარება, ამას მათ თვალებში ვკითხულობ, ღმერთს ვთხოვ თქვენს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.


გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!“

დაგვიმეგობრდით

trance