პაციენტების შენიშვნების შესწავლა ჩაფიძის გულის ცენტრში

პაციენტების შენიშვნების შესწავლა ჩაფიძის გულის ცენტრში

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სავიზიტო ბარათი – საუკეთესო ხარისხია სამედიცინო მომსახურების სფეროში. ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი, კომპლექსური და რუტინული შრომა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. 2016 წელს მიღებული ავტორიტეტული გერმანული აუდიტორული კომპანია KTQ-ს სერთიფიკატი ადასტურებს, რომ ხარისხთან დაკავშირებული ყველა ასპექტის გათვალისწინებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ევროპის საუკეთესო კლინიკებს შორის იკავებს ადგილს. ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტი პერმამენტულად პაციენტის კმაყოფილების შემსწავლელ სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს. გვინდა ჩვენი პაციენტების და ზოგადად საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ 2017 წლის კვლევის შედეგები  (ჩამოტვირთეთ ბმული) [466,14 Kb]  


გთხოვთ, მოგვწერეთ შენიშვნები, წინადადებები, რათა სრულყოფილად მოხდეს შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელება. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.



                                        პატივისცემით,

                                  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის
                                                                                            აღმასრულებელი დირექტორი

                                                                                                                     რევაზ ჯორბენაძე




დაგვიმეგობრდით

trance