ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის საჩუქარი ჩაფიძის გულის ცენტრს

ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის საჩუქარი ჩაფიძის გულის ცენტრს

ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრიდრიხ ექშტაინმა, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ბახუტაშვილს სისხლის ხელოვნური მიმოქცევის ორი აპარატი გადასცა საჩუქრად. რეზიდენტურიდან მოყოლებული კარდიოქირურგებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და შესაბამისად არც ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებს შორის მსგავსი სახის თანამშრომლობა შედგა. სამედიცინო აპარატები ზვიად ბახუტაშვილმა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს გადასცა, რისთვისაც, ცენტრის სახელით, მადლობას ვუხდით.


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი დაარსდა ბად-კროცინგენის გულის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. მას შემდეგ, სამ ათეულ წელზე მეტია ევროპის საუკეთესო გულის ცენტრებთან თანამშრომლობს და მსგავსი სახის თითოეულ ქმედებას განსაკუთრებით აფასებს.

დაგვიმეგობრდით

trance