ფილტვის ჯანმრთელობის მე-5 სიმპოზიუმი, ბერლინი, გერმანია.

ფილტვის ჯანმრთელობის მე-5 სიმპოზიუმი, ბერლინი, გერმანია.

2018 წლის 18-20 იანვარს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე იმყოფებოდა ბერლინში, "ფილტვის ჯანმრთელობის მე-5 სიმპოზიუმზე" ("5th International Workshop On Lung Health”), რომელშიც ევროპის ქვეყნების წამყვანი პულმონოლოგები და რესპირატორული მედიცინის სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.


 

მომავალში ურთიერთთანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესახებ მიღწეულ იქნა შეთანხმება რესპირატორული მედიცინის შემდეგ წარმომადგენლებთან:

  • იტალიის პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

  • ევროპის რესპირაციული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი

  • მილანის "Ospedale Maggiore Policlinico"- ფილტვის მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი

  • მილანის უნივერსიტეტის პროფესორი
  • როსტოკის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის პულმონოლოგიის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ევროპის რესპირაციული ასოციაციის მომავალი პრეზიდენტი
  • ბარსელონას ჰოსპიტალური კლინიკის პნევმოლოგი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი

 


დაგვიმეგობრდით

trance