საქველმოქმედო აქცია რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის

საქველმოქმედო აქცია რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრებ (ჭიათურა, მარნეული, რუსთავი), ასევე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს (ჯამში 150 ბენეფიციარი) კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ.

საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება და მის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერუფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კი 2018 წელი თითქმის ყოველკვირეული საქველმოქმედო აქციებით მიმდინარეობს. მომავალ შაბათს, 10 მარტს, წეროვანში ჩავალთ და ადგილობრივ მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ გავუწევთ.

დაგვიმეგობრდით

trance