ახმეტის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის" ჩატარდა.
კარდიოლოგის კონსულტაცია
- ელექტროკარდიოგრამა
- ექოკარდიოგრაფია

მოგეხსენებათ, რომ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი საქველმოქმედო აქციებს პერმამენტულად, თვეში რამდენჯერმე ატარებს და ეს ტრადიცია უკვე წლებია გრძელდება. ამისათვის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ბონდო მაკარაძის ხელმძღვანელობით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.
საქველმოქმედო აქცია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მჭიდრო მხარდაჭერით განხორციელდა.