საქველმოქმედო აქცია ნიქოზში, საოკუპაციო ხაზიდან 50 მეტრში.

საქველმოქმედო აქცია ნიქოზში, საოკუპაციო ხაზიდან 50 მეტრში.

14 აპრილს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, სოფ. ნიქოზის ამბულატორიაში კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩატარდა.

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • ექოკარდიოგრაფია

ამ სერვისებით 100-მდე ადგილობრივმა ისარგებლა.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ​რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის კარდიოლოგი, ბონდო მაკარაძე: "მნიშვნელოვანია რომ საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეს, გამომდინარე იმ სტრესიდან რაც მათ გამოიარეს და ყოველდღიურ რეჟიმში გრძნობენ. მითუმეტეს, ვეტერანებსა და სოც. დაუცველებს, მათი გასინჯვის შემდეგ გამოვლინდა სხვადასხვა სახის პათოლოგიები, ყველას მიეცა შესაბამისი დანიშნულება. მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისთვის"

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო გუნდმა:



კარდიოლოგები:
  • მარიამ ლომიძე
  • ბონდო მაკარაძე
  • ნაია ამირანაშვილი
  • თემურ პეტრიაშვილი
  • ირინა ფუტკარაძე
  • ნესტან ლაშხი
  • თამარ გორგილაძე
ექთნები:
  • ცირა მძევალიშვილი
  • მანანა მეტრეველი
რადიოლოგი:
  • თეა კავთიაშვილი

საქველმოქმედო აქციები მთელი 2018 წლის განმავლობაში მრავლად არის დაგეგმილი.



დაგვიმეგობრდით

trance