საქველმოქმედო აქცია თელავში

საქველმოქმედო აქცია თელავში

28 აპრილს, თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში "აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ექიმები თელავში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • კარდიოქირურგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • ექოკარდიოგრაფია
ეს ის სერვისებია, რომლითაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული მემორანდუმის ფარგლებში უწყების 80-მდე ბენეფიციარმა სრულიად უფასოდ ისარგებლა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიის ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

დაგვიმეგობრდით

trance