სასერტიფიკატო კურსის „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ პირველი ჯგუფის ლექცია-სემინარები დასრულდა

სასერტიფიკატო კურსის „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ პირველი ჯგუფის ლექცია-სემინარები დასრულდა

21 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ჩატარდა კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამა: ჯანდაცვის პოლiტიკა და მენეჯმენტი.


პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით (რს-543).

პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების და რაიონების სამედიცინო დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა, მენეჯერებმა, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებმა.

ლექციებს კითხულობდნენ:

  • თენგიზ ვერულავა, - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლის და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • კახაბერ ჯაყელი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ზურა ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თენგიზ ცირეკიძე - ეკონომიკის დოქტორი;
  • ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;
  • თამარ მახარაძე - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი;
  • მანანა დონჯაშვილი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სტატისტიკოსი;
  • ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი. 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ახალი ჯგუფთან ლექცია-სემინარები დაგეგმილია 16 ივნისიდან. რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ > http://chapidze.ge/aboutus/269--.html

იხ. ფოტოგალერეა > http://chapidze.ge/photogallery/280--.html

დაგვიმეგობრდით

trance