სასერთიფიკატო კურსზე

სასერთიფიკატო კურსზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" რეგისტრაცია დაიწყო

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის პოლოტიკა და მენეჯმენტი


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (ამბულატორია, საავადმყოფო, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის: კლინიკური მენეჯერი, განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა.

წაკითხული და განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო მომსახურების სფეროს მონაწილეთა (პაციენტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება,სამედიცინო დაწესებულება, სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია)  უფლება-მოვალეობები  და მათი ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება;
  • კლინიკის  აფთიაქის  მართვის  თავისებურებები, აფთიაქის  სახელმძღვანელო  კანონები,  მიკვლევადობა  და  აფთიაქის  მართვის  სისტემაში  გამოყენებული  კომპიუტერული  პროგრამის  ძირითადი პრინციპები, აფთიაქის   ზოგიერთი  დოკუმენტაციის  ფორმატები  კლინიკასა  და  აფთიაქს შორის  წამლის  მიმოქცევასთან  დაკავშირებით;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები;
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი;
  • ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში; მარეგულირებელი კანონმდებლობა; ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, აღრიცხვა, ანგარიშგება; ხელის ჰიგიენა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; სამედიცინო ნარჩენების მართვა; სამედიცინო საგნების და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაცია;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • საექთნო საქმე;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

სწავლების მეთოდები

ლექციები, სემინარები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაციები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე;
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

მოწვეული ლექტორები

  • თენგიზ ვერულავა, - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლის და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • კახაბერ ჯაყელი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ზურა ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თენგიზ ცირეკიძე - ეკონომიკის დოქტორი;
  • ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;
  • თამარ მახარაძე - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი;
  • მანანა დონჯაშვილი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სტატისტიკოსი;
  • ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსი დაიწყება 2018 წლის 9 ივნისს და დასრულდება 2018 წლის 23 ივნისს.

მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (250 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.


საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002

მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

გადარიცხვისას მიუთითეთ - თქვენი სახელი, გვარი, სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

საკონტაქტო პირი: თენგიზ ვერულავა: Tengiz.verulava@gmail.com, 577284849


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს > ​http://chapidze.ge/aboutus/269--.html​​​

დაგვიმეგობრდით

trance