სტაციონარული სამედიცინო დახმარების ხარისხით პაციენტის კმაყოფილების კვლევა

სტაციონარული სამედიცინო დახმარების ხარისხით პაციენტის კმაყოფილების კვლევა

პაციენტის კმაყოფილების შესწავლა წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ხარისხის შეფასების საუკეთესო საშუალებას.ამბულატორიული პაციენტების შემდეგ, გთავაზობთ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სტაციონარული პაციენტების კმაყოფილების კვლევას.
კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის 15 იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით. მასში მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი, კონფიდენციალური.
ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ პაციენტებს აქვთ საკუთარი პრიორიტეტები. პაციენტები სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმთან ერთად დიდ ყურადღებას ამახვილებენ სამედიცინო პერსონალის და განსაკუთრებით ექთნების მათთან ურთიერთობაზე, კომუნიკაციაზე. კლინიკებისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს პროფესიონალი, კარგად დატრენინგებული ექთნები.

პაციენტის კმაყოფილების კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც აუცილებელია პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის განვითარებისთვის.

პაციენტის კმაყოფილების განმსაზღვრელი მახასიათებლების ცოდნა შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისათვის, რომლის მიზანია პაციენტის კმაყოფილების ამაღლება.

სტაციონარული სამედიცინო დახმარების ხარისხით პაციენტის კმაყოფილების კვლევა [541,77 Kb]

დაგვიმეგობრდით

trance