საქველმოქმედო აქცია ბათუმში

საქველმოქმედო აქცია ბათუმში

2018 წლის 16 ივნისს, ქ. ბათუმში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო გუნდმა, ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებსა და კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ვეტერანებს, კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარეს. ჩვენს ცენტრსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 200-ზე მეტ ბენეფიციარს.
 

დაგვიმეგობრდით

trance