საქველმოქმედო აქცია გურიაში

საქველმოქმედო აქცია გურიაში

შაბათს, 30 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, ჩვენი ცენტრის ექიმებმა კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარეს.


 

ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლში გლუკოზისა და ლიპიდების განსაზღვრა). ეს ის სერვისებია, რომლითაც უწყების ბენეფიციარებმა შპს "საექიმო სამედიცინო ცენტრში (ჩოხატაურის ქუჩა N 20) სრულიად უფასოდ ისარგებლეს.

დაგვიმეგობრდით

trance