საქველმოქმედო აქცია მარტვილში

საქველმოქმედო აქცია მარტვილში

შაბათს, 14 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო გუნდმა, მარტვილში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, დევნილებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება სრულიად უფასოდ ჩაუტარა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 150 ბენეფიციარს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიის ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.



დაგვიმეგობრდით