აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პაციენტების უსაფრთხოების  წესების  დაცვის შესწავლის   შედეგები

აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პაციენტების უსაფრთხოების წესების დაცვის შესწავლის შედეგები

სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია უსაფრთხოება. იგი გულისხმობს სამედიცინო დახმარების პროცესში პაციენტისათვის სხვადასხვა დაზიანებისდაინფიცირებისმავნე გვერდითი მოვლენების ან სხვა ზიანის მიყენების შემცირება. იგი გვიჩვენებს თუ რამდენად დაცულია პაციენტი გართულების რისკებისაგან, დაზიანებისაგან და არასასურველი შედეგისაგან. 

პაციენტების უსაფრთხოების წესების დაცვის შესწავლის კითხვარი შემუშავდა აშშ-ის ჯანდაცვის კვლევისა და ხარისხის სააგენტოს (Agency for Healthcare Research and Quality - AHRQ) მიერ პაციენტთა უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ჯანდაცვის კვლევისა და ხარისხის სააგენტოს  მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხოების კულტურას და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც დაეხმარება კვლევის შედეგების პრაქტიკაში და პოლიტიკაში დანერგვის დაჩქარებას.

მოცემული კითხვარი არის საავადმყოფოში პაციენტის უსაფრთხოების კულტურის შეფასების გამოსადეგი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, კითხვარი შეიძლება გამოყენებულ იქნას დროთა განმავლობაში პაციენტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ცვლილებების საკონტროლოდ და პაციენტთა უსაფრთხოების ჩარევებზე ზემოქმედების შესაფასებლად.


კითხვარი შედგებოდა 8 ნაწილისაგან:


  1.პერსონალის სამუშაო ადგილი/განყოფილება

  2.პერსონალის მიერ უფროსი/ზედამხედველის შეფასება;

  3.კომუნიკაცია – რა   სიხშირით ხდება   აღწერილი   ქმედებები   პერსონალის  სამუშაო   ადგილას;

  4.რა სიხშირით ხდება სამუშაო ადგილას/განყოფილებაში მომხდარი შეცდომების შეტყობინება;

  5.პერსონალის მიერ პაციენტის უსაფრთხოების  ზოგადი დონის შეფასება მათ სამუშაო   ადგილას/განყოფილებაში;

  6.პერსონალის მიერ საავადმყოფოს შეფასება;

  7.პერსონალის მიერ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გაკეთებული შეტყობინებების რაოდენობა;

  8.პერსონალის შესახებ ზოგადი ინფორმაცია


კვლევაში მონაწილეობდა 87 რესპონდენტი. იხილეთ კვლევის შედეგების PDF ფაილი  > კვლევის ანალიზი (PDF) [510,85 Kb]  

თ. ვერულავა

ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მედიცინის აკადემიური დოქტორი


დაგვიმეგობრდით

trance