"შენიშვნების ყუთის" კვლევის შედეგები

პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2016 წლიდან დაინერგა პაციენტების კმაყოფილების შემსწავლელი ერთ-ერთი მექანიზმი - "შენიშვნების ყუთი“. მისი მეშვეობით პაციენტებს კონფიდენციალურობის დაცვით შესაძლებლობა აქვთ გამოხატონ  თავიანთი დამოკიდებულება და კმაყოფილება კლინიკაში მიღებული სამედიცინო მომსახურებით, სამედიცინო პერსონალით, კლინიკის ინფრასტრუქტურით.

ცენტრის ხარისხის მართვის სამსახურმა შეაჯამა 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში პაციენტების მიერ გამოხატული შენიშვნების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ პერიოდში 264 რესპოდენტმა გასცა პასუხი სპეციალურ ნახევრადსტრუქტურირებულ კითხვარს.

კითხვარი მოიცავდა სამ დახურულ კითხვას, თითოეული სამ სავარაუდო პასუხს. რესპოდენტებს აგრეთვე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ თავიანთი შენიშვნები და რჩევები კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო და დამხმარე პერსონალის, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონის შესახებ.


იხილეთ კვლევის შედეგები: (ჩამოტვირთეთ) [273,28 Kb]  


დაგვიმეგობრდით

trance