სასერტიფიკატო კურსი

სასერტიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" იწყება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:


ჯანდაცვის პოლოტიკა და მენეჯმენტი


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსი განკუთვნილია სამედიცინო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

კურსზე განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • საექთნო საქმე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა. 
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

სწავლების მეთოდები

ლექციები, სემინარები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაციები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე;
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

მოწვეული ლექტორები

  • თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უსწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ზურა ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსი დაიწყება 2018 წლის 6 ოქტომბერს და დასრულდება 2018 წლის 21 ოქტომბერს.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (250 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.


საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002

მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

გადარიცხვისას მიუთითეთ - თქვენი სახელი, გვარი, სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი.


სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაცია ხდება ვებ გვერდზე. იხ. ბმული:http://chapidze.ge/aboutus/269--.html


საკონტაქტო პირი: თემგიზ ვერულავა: Tengiz.verulava@gmail.com


 



















დაგვიმეგობრდით

trance