საქველმოქმედო აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტში

საქველმოქმედო აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, კარდიოლოგის კონსულტაცია.) მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია 100-მდე ბენეფიციარს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა.


ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება, კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებს და დიაგნოსტირებას, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. 
უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.


https://youtu.be/z_8zpbA3i1U​​​

დაგვიმეგობრდით

trance