„ჯეოანესთეზია 2018“-ის ახალგაზრდა ექიმთა სესიის გამარჯვებული ნინო ლორთქიფანიძე გახდა

„ჯეოანესთეზია 2018“-ის ახალგაზრდა ექიმთა სესიის გამარჯვებული ნინო ლორთქიფანიძე გახდა

21-23 სექტემბერს  ქ. ბათუმში, ანესთეზიოლოგიისა დ აინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯეოანესთეზია-2018“ გაიმართა.

ფორუმს 500-მდე დელეგატი დაესწრო,  ქართველი სპეციალისტების პარალელურად, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სპიკერებმა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების პროფესიულ გაერთიანებას და პროგრესს.

კონფერენციაზე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ანესთეზიოლოგიის სამსახურის უფროსმა ლია ჯანელიძემ წარადგინა მოხსენება"დიასტოლური დისფუნქცია ანესთეზიოლოგის თვალსაზრისით", ასევე ჩაატარა ვორქშოპი თემაზე "გართულებული ინტუბაცია“, რომლის პრაქტიკულ ნაწილს ამავე ცენტრის ანესთეზისტი, ნონა არმეგონაშვილი ხელმძღვანელობდა. 

პოსტოპერაციული რეანიმაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ გურუშიძემ წარადგინა მოხსენება "თირკმლების მწვავე დაზიანების მართვა კარდიოქირურგიული ოპერაციული  ჩარევების შემდგომ (ჩვენი გამოცდილება)", გაზიარებულმა გამოცდილებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.


                                                  პოსტოპერაციული რეანიმაციის ხელმძღვანელი -ვლადიმერ გურუშიძე


ახალგაზრდა ექიმთა სესიაში კი მომხსენებლებს შორის პირველი ადგილი მოხსენებით "ტრანსთორაკალური ექოსკოპია ინტენსიურთერაპიაში პაციენტის ვოლემიური სტატუსის შესაფასებლად“ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისპოსტოპერაციული რეანიმაციის რეანიმატოლოგმა, ნინო ლორთქიფანიძემ დაიკავა. მეორე ადგილის მფლობელი კი ლაშა თაბაგარი (რეზიდენტი ანესთეზიოლოგიასა დარეანიმატოლოგიაში-მინსკი, ბელორუსია) გახდა, რომელმაც ჩვენს ცენტრში მოქმედი  პროტოკოლი-კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ განვითარებული გულის გაჩერების მართვა, გააცნო დამსწრე საზოგადოებას. 

ნინო ლორთქიფანიძე: "მიხარია რომ წარმატებას წელსაც მივაღწიეთ, თემის მომზადებაში ძალიან დამეხმარა ამა წლის მარტში საქართველოს ანესთეზიოლოგიის დარეანიმატოლოგიის სკოლის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრში ჩატარებული FATE (Focus Assessed TransthoracicE chocardiography) “ფოკუსირებული ტრანსთორაკალური ექოსკოპიის საბაზისო კურსის ტრენინგი. მინდა მადლობა გადავუხადო კარდიო-ქირურგიული განყოფილების ყველა თანამშრომელს, ჩემი თანადგომისა და ჩემს პროფესიულ წინსვლაში მონაწილეობისთვის.  გამარჯვება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა დაკიდევ უფრო დიდი მოტივაციის მასტიმულირებელი.

დაგვიმეგობრდით

trance