საქველმოქმედო აქცია პანკისის ხეობაში

საქველმოქმედო აქცია პანკისის ხეობაში

13 ოქტომბერს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, პანკისის ხეობაში მცხოვრებთ კარდიოლოგიური პროფილის კონსულტაცია და გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრამა, კარდიოლოგის კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები) სრულიად უფასოდ ჩაუტარეს.

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 150-მდე პაციენტს გაეწია.

საქველმოქმედო აქცია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით მოხდა.

უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

  

დაგვიმეგობრდით

trance