რევაზ ჯორბენაძე და თენგიზ ვერულავა წლის საუკეთესო მეცნიერებად დასახელდნენ

რევაზ ჯორბენაძე და თენგიზ ვერულავა წლის საუკეთესო მეცნიერებად დასახელდნენ

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ჯორბენაძე და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა 2018 წლის საუკეთესო მეცნიერებად დასახელდნენ.


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის კონკურსის "ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისთვის“ სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის და აგრარულ მეცნიერებების მიმართულებით სერტიფიკატები გადაეცა სამეცნიერო ჯგუფს (შიფრი - aarp/1/6/18), რომლის წევრებია:


თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი.


რევაზ ჯორბენაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

იაგო კაჭკაჭიშვილი - სოციოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი, სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტის (ISSA) დირექტორი.


ლეილა კარიმი - ლა ტრობეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი (მელბურნი, ავსტრალია).

აღსანიშნავია, რომ ლეილა კარიმი ჩვენი თანამემამულეა, რომლის წინაპრები ჟამთა სიავემ საუკუნეების წინ საქართველოდან სპარსეთში გადაისროლა. ლეილა დღეს მელბურნის ლა ტრობეს უნივერსიტეტის პროფესორია (h-index 12, Total citations 368) და აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის კონკურსში "ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისთვის“ განაცხადი 22-მა პრეტენდენტმა წარადგინა.

კონკურსი იმართება საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისების, მათი აქტიური, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ჩართულობისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ამასთან, გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისთვის, საქართველოს მეცნიერებისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ კვლევების პოპულარიზაციისათვის.

აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ულოცავს სამეცნიერო ჯგუფის წევრებს სამეცნიერო გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს!


კონკურსის შედეგები (შიფრი - aarp/1/6/18) - http://www.rustaveli.org.ge/2018

საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადები და გამარჯვებული მეცნიერები (შიფრი - aarp/1/6/18)

http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/jildo1.pdf

დაგვიმეგობრდით

trance