სასერტიფიკატო კურსი

სასერტიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" იწყება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსზე განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • საექთნო საქმე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

მოწვეული ლექტორები:


თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უსწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

ხათუნა ყიფიანი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სააფთიაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზურაბ ნიპარიშვილი - სამედიცინო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს  საექთნო ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსი დაიწყება 2019 წლის 23 თებერვალს და დასრულდება 2019 წლის 10 მარტს.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (250 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002

მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

გადარიცხვისას მიუთითეთ - თქვენი სახელი, გვარი, სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი.

სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია. გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო პირი: თენგიზ ვერულავა: Tengiz.verulava@gmail.com  577284849


file:///C:/Users/User/Downloads/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98.pdf

დაგვიმეგობრდით

trance