აპარატი, რომლის საშუალებით პოსტოპერაციული გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება

აპარატი, რომლის საშუალებით პოსტოპერაციული გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება

XXI საუკუნეში პერიოპერაციული ანესთეზიის ადექვატური მართვისა და რაც მთავარია პაციენტის უსაფრთხოებისათვის გამოიყენება რეგიონალური, კერძოდ ცერებრული ანუ თავის ტვინის ოქსიგენაციის ონლაინ რეჟიმში დაკვირვება და შეფასება, რაც წარმოადგენს მულტიმოდალური მონიტორინგის აუცილებელ პირობას. 

ქსოვილოვანი ადექვატური ოქსიგენაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის რომ გულზე ჩატარებული (როგორც მომუშავე ისე გაჩერებულ გულზე) ოპერაციების დროს ორგანიზმში სრულყოფილად მიმდინარეობდეს აერობული (ჟანგბადით მდიდარი) მეტაბოლიზმი. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად განაპირობებს პოსტოპერაციული გართულებების, ავადობისა და სიკვდილიანობის პროცენტების მნიშვნელოვან დაქვეითებას. სწორედ ამ მიზნით ბოლო 10 წელია დასავლეთის თითქმის ყველა სერიოზული კარდიოქირურგიული კლინიკის საოპერაციო, გარდა ტრადიციული ჰემოდინამიკური მონიტორინგისა იყენებს ცერებრული ოქსიგენაციის მონიტორინგსაც, რომელიც საჭირო ინფორმაციას იძლევა თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების შესახებ. რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ანესთეზიის სწორი მართვისა და პაციენტის დროული გამოჯანმრთელობისათვის.

სადღეისოდ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტი პერიოპერაციული ანესთეზიის დროს სისტემატიურად ახდენს პაციენტების ცერებრული ოქსიგენაციის მონიტორინგს, რისთვისაც გამოიყენება აპარატი "Nonin's SenSmart Universal Oximetry System".

დაგვიმეგობრდით

trance