გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
გულმკერდის არეში უეცრად დაწყებულ ტკივილი ან ქოშინი (ჰაერის უკმარისობა) შეიძლება იყოს კარდიული (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, სხვადასხვა პათოლოგიით და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლით გამოწვეული)
უნდა ვიცოდეთ რომ:
- თუ ტკივილი აღმოცენდება უეცერად, ფიზიკური დატვირთვის ფონზე, სიცივეში გამოსვლის ან თუნდაც მოსვენებულ მდგომარეობაში
- თუ ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და უმეტესად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (შეიძლება ის გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში)
- თუ ის აღიქმება როგორც წვა, ზეწოლა, მოჭერა
ძალიან ხშირად ეს არის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმის, სტენოკარდიით გამოწვეული ტკივილი
- თუ ტკივილი მალე გაივლის და თავს უკეთ იგრძნობთ, ნუ დაელოდებთ ტკივილის ეპიზოდის გამეორებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ კარდიოლოგს. საჭირო გამოკვლევებს და მკურნალობას ექიმი შეგირჩევთ
- გახსოვდეთ, დროული ჩარევის შემთხვევაში გულის დაავადებები კარგად ემორჩლება მკურნალობას
- თუ ტკივილი გახანგრძლივდა და მას სხვა სიმპტომები, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, გულისრევა ან ღებინება დაერთო, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება